დენვერ ნაგეთსი
Aa
Aa

დენვერი შემდეგ ეტაპზეა - ნაგეტსი ოკლაჰომას შეხვდება

NBA-ს მოყვარულებს კონფერენციის ნახევარფინალში საოცარი დაპირისპირება და ნიკოლა იოკიჩისა და შეი გილჯეს-ალექსანდერის სახით იმ კალათბურთელების დუელი ელოდებათ, რომლებიც რეგულარული ეტაპის MVP-ის ჯილდოს მოპოვების მთავარ პრეტენდენტებად ითვლებოდნენ. „ნაგეტსმა“ მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტ, მეშვიდე შეხვედრაში საკუთარ დარბაზში „კლიპერსი“ 19-ქულიანი სხვაობით, 120:101 დაამარცხა მომდევნო ეტაპზე გავიდა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 22 ქულით, 4 მოხსნითა და 5 ასისტით აარონ გორდონი იყო. „დენვერის“ სერბმა ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა კი, 16 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა, რითაც სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. კარგი მატჩი ჰქონდა კავაი ლეონარდს, რომლის ანგარიშზეც 33 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი გახლდათ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, „დენვერის“ მეტოქე კონფერენციის ნახევარფინალში „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ იქნება და სერია სტარტს 6 მაისს აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ეპოქის დასასრული | გრეგ პოპოვიჩი სან ანტონიოს მწვრთნელი აღარაა
დიდი ეპოქის დასასრული | გრეგ პოპოვიჩი სან ანტონიოს მწვრთნელი აღარაა