ლუკა დონჩიჩი, ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

უნდა დარჩეს, ძმასავით გვიყვარს - ლებრონმა დონჩიჩზე ისაუბრა

NBA-ს ბევრი სხვა კლუბის კალათბურთელებისგან განსხვავებით, „ლეიკერსის“ წევრებს უკვე თამამად შეუძლიათ სამომავლო გეგმებზე საუბარი, რადგან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 17-გზის ჩემპიონმა წლევანდელი სეზონი პლეი ოფის პირველივე ეტაპზე, „მინესოტასთან“ მეოთხედფინალურ სერიაში 1:4 განცდილი მარცხის შემდეგ დაასრულა. ბუნებრივია, მედიის წარმომადგენლების მთავარი სამიზნე ლებრონ ჯეიმსია და 40 წლის ვარსკვლავმაც ყველა თემაზე დეტალურად ისაუბრა. თუმცა, მისი ლაპარაკის ძირითადი თემა ლუკა დონჩიჩის წასვლა-არწასვლის საკითხი იყო.

რას ამბობს ჯეიმსი

დონჩიჩის ტრეიდი კლუბის ნათელი მომავლისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო და ლუკამ იცის, თუ როგორ დადებითად ვარ მის მიმართ განწყობილი, თუმცა სლოვენიელის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა არ შემიძლია.

ლოს-ანჯელესმა დონჩიჩი მიიღო, გულშემატკივრებს ის უკვე საოცრად შეუყვარდათ და ვიმედოვნებ, რომ ის აქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. ჩვენ ყველას ის ძმასავით გვიყვარს, თუმცა ჩემი და მისი კარიერის განვითარება ერთნაირად შეუძლებელია, რადგან ლუკა 26 წლის გახლავთ, მე კი უკვე 40 წელი შემისრულდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლებრონ ჯეისმა „მინესოტასთან“ უკანასკნელ მატჩში ტრავმა მიიღო, რომლის მკურნალობასაც სამიდან ხუთ კვირამდე სარეაბილიტაციო პერიოდი სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვიცი რას ვიზამ“ - ლებრონი მალე გადაწყვეტს
„არ ვიცი რას ვიზამ“ - ლებრონი მალე გადაწყვეტს