ხვიჩა კვარაცხელია, რაფინია დიასი, ჰანსი ფლიკი, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

ბარსელონა ბარკოლას შეძენას განიხილავს

როგორც ფრანგულმა L’Equipe-მა დაწერა, ბრედლი ბარკოლა პსჟ-ს დატოვებას განიხილავს, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ მისი სათამაშო დრო შემცირდა და ზოგადად ფეხბურთელს ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს.

ესპანური Elnacional-ი წერს, რომ ბარკოლას მიმართ ინტერესი ბევრ გრანდს აქვს და მათ შორის „ბარსელონაც“ არის, რომელიც ახალი სეზონიდან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გაძლიერებას აპირებს.

კატალონიელები ბარკოლას კარგა ხანია აკვირდებიან. ჰანსი ფლიკს შეტევის მარცხენა ფლანგზე რაფინიასთვის კონკურენტის შეძენა სურს, 22 წლის ფრანგი კი ამ პროფილს შესანიშნავად ერგება.

„ბარსელონაში“ თვლიან, რომ კლუბმა ახალი გარემარბი ზედმეტად ძვირად არ უნდა შეიძინოს. მათი მიდგომა ასეთია: თუ, პსჟ ბარკოლას გაშვებას დათანხმდება, „ბლაუგრანა“ მზადაა გონივრულ ფასში ის შეიძინოს, ან ერთწლიანი იჯარით აიყვანოს, რომელსაც გამოსყიდვის ოფციაც ექნება.

ჯერჯერობით რთული სათქმელია რას გადაწყვეტს პსჟ. ის კი ნელ ნელა აშკარა ხდება, რომ ბარკოლას პარიზელთა რიგების დატოვება სურს, რადგან გუნდში მისი როლი საგრძნობლად არის შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე კვარას გავლენა აბსოლუტურია...“
„ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე კვარას გავლენა აბსოლუტურია...“