ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ბრედლი ბარკოლა, დეზირე დუე
Aa
Aa

L’Equpe: კვარას ტრანსფერის შემდეგ ბარკოლას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

ფრანგული გამოცემა L’Equpe ბრედლი ბარკოლას მომავლის შესახებ წერს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ფრანგ შემტევს გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.

„სეზონის პირველ წრეში ბრედლი ბარკოლა შესანიშნავად გამოიყურებოდა და იანვარში კლუბის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მასზე უარყოფითად აისახა. მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის ვერ მიხვდა, თუ რატომ განახორციელა პსჟ-მ ეს ტრანსფერი.

ბრედლის ფლანგის გამოცვლა უწევს, სადაც ის ნაკლებად ეფექტურია. მას ამჟამად გუნდში სერიოზული სტატუსი არ აქვს და ამის ორი მიზეზი არსებობს: კვარაცხელიას ტრანსფერი და დეზირე დუეს პროგრესი.

მიუხედავად იმისა, რომ ბარკოლას ლუის ენრიკესთან კარგი ურთიერთობა აქვს, ის ზაფხულში გუნდის დატოვებას განიხილავს. პარიზელები ცენტრფორვარდის შეძენას გეგმავენ, რის შემდეგაც გარემარბების პოზიციაზე ბარკოლას კვარაცხელია, დემბელე, დუესთან კონკურენცია მოუწევს. ორი ადგილისთვის დიდი ბრძოლა იქნება და მისი შანსები უფრო შემცირდება“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

ლუის ენრიკეს თავდასხმაში თავისი შემტევების პოზიციის ხშირი ცვლა აქვს მიზნად, რასაც შედეგი ხშირად მოაქვს. ბარკოლა კი თავის პოტენციალს მხოლოდ მარცხენა ფლანგზე ავლენს, რამაც მისი სათამაშო დრო საგრძნობლად შეამცირა. გარდა ამისა, კვარაცხელიას მრავალფუნქციურობა და დუეს პროგრესი, L’Equpe-ის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ამყარებს - ბარკოლას ზაფხულში გუნდის შეცვლა ალბათ მართლაც მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პარიზელები 9 ნომრის პოზიციაზე ვიქტორ ოსიმენისა და ერლინგ ჰოლანდის ვარიანტებს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე კვარას გავლენა აბსოლუტურია...“
„ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე კვარას გავლენა აბსოლუტურია...“