ასპინალი UFC-ში ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა
ტომ ასპინალმა UFC-ში ისტორიული რეკორდი დაამყარა - 32 წლის მძიმეწონოსანი ბრიტანელი მებრძოლი დროებითი საჩემპიონო ქამრის ყველაზე ხანგრძლივი მფლობელი გახდა.
ასპინალი ამ ტიტულს უკვე 538 დღეა ფლობს. აქამდე ეს რეკორდი ბრაზილიელ რენან ბარაოს ეკუთვნოდა, რომელიც სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში დროებით ქამარს 534 დღის განმავლობაში ფლობდა.
შეგახსენებთ, რომ ტომმა ბოლო ბრძოლა გასული წლის ივლისში, მანჩესტერში, UFC 304-ზე გამართა. მისი მეტოქე კურტის ბლეიდისი იყო, რომელიც პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.