კორი სენდჰეგენი, დეივისონ ფიგერედო
Aa
Aa

მნიშვნელოვანი ჩხუბი მერაბის დივიზიონისთვის | სენდჰეგენმა და ფიგერედომ წონა ჩააბარეს

UFC-ის მომდევნო ღონისძიება აიოვაში გაიმართება და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონისთვის, რომლის ჩემპიონიც მერაბ დვალიშვილია, მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა გველოდება და კორი სენდჰეგენი დეივისონ ფიგერედოს დაუპირისპირდება.

ღონისძიების მთავარი მოვლენა სწორედ მათი დაპირისპირებაა და პარასკევს, ტრადიციული აწონვების ცერემონია გაიმართა. ფიგერედომ 135 გირვანქა (61.23 კილოგრამი დააფიქსირა), სენდჰეგენი კი 61.4 კილოგრამს იწონიდა.

სენდჰეგენისა და ფიგერედოს დაპირისპირების გარდა, რაინერ დე რიდერისა და ბო ნიკალის ძალიან საინტერესო ჩხუბიც გველოდება. ორივე მათგანმა ერთნაირი წონა დააფიქსირა - 84.14 კილოგრამი, ხოლო სანტიაგო პონზინიბიო და დანიელ როდრიგესი 77.3-ს იწონიდნენ.

ცნობისთვის, სენდჰეგენი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-4 გახლავთ, ფიგერედო კი მეხუთეა. „ფიგის“ თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მან საჩენპიონო ორთაბრძოლა უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აჩვენა, ჯორჯ ბესტს რატომ ადარებენ“ | Standard-ის სტატია კვარაცხელიაზე
„აჩვენა, ჯორჯ ბესტს რატომ ადარებენ“ | Standard-ის სტატია კვარაცხელიაზე