„ერთ გორილას მარტივად დავამარცხებ“ - მერაბ დვალიშვილი
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში აქტუალური გახდა სახალისო თემა „ერთი გორილა 100 ადამიანის“ წინააღდეგ. ამის ფარგლებში, UFC-იმ ორგანიზაციის მებრძოლებთან სპეციალური ვიდეორგოლი აწარმოა, სადაც მებრძოლებს ეკითხება, დაამარცხებენ თუ არა გორილას.
ერთ-ერთი ასეთი ვიდეორგოლი UFC-იმ მერაბ დვალიშვილთანაც ჩაწერა, სადაც „ქართველი მანქანა“ გორილას წინააღმდეგ ჩხუბს აღწერს.
რას ამბობს მერაბი:
„1 გორილა? ეს მარტივია. მე ჭკვიანი ვარ, ძლიერი, ყოველდღიურად ვვარჯიშობ... ფიქრობ, არ შემიძლია ერთი გორილას დამარცხება? მას წავაქცევ და დავარტყავ. მარტივია. ვფიქრობ, ერთ გორილას მარტივად დავამარცხებ, თუნდაც 272 კილოგრამი იყოს“.
Merab Dvalishvili thinks he can take on a gorilla in a fight ????
— Championship Rounds (@ChampRDS) April 30, 2025
"1 gorilla? That's easy bro. I'm smart, I'm strong, I'm training every day...
Shoot, take him down, easy. I think I can take 1 gorilla."
???? @ufc #UFC #MMA pic.twitter.com/Re77rP91PF
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და ქამარს მიმდინარე წლის 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ დაიცავს.