ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„როდესაც კაცის მოტყუებაზე მიდის, მცველებმა ლოცვა უნდა დაიწყონ“ - იტალიური მედიის შეფასება

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად „არსენალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ შემტევს აქტიური მატჩი ჰქონდა და პარიზული გუნდის გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მე-4 წუთზე, ხვიჩამ დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა და საბოლოოდ, პსჟ-მა ამ გოლის წყალობით მოიგო.

ხვიჩას საუკეთესო მომენტები:

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის თამაში იტალიურმა მედიამაც შეაფასა. გავლენიანმა გამოცემებმა პარიზული გუნდის წარმატებაში ხვიჩა კვარაცხელიას როლს გაუსვეს ხაზი.

რას წერენ იტალიური სააგენტოები:

Sport.Virgilio – 6.5 ქულა: როდესაც ის მცველზე პირისპირ მიდის, მის მოწინააღმდეგეებს ლოცვა უწევთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს საკმარისი არ არის. ეს ტიმბერმაც კარგად იცის. დემბელეს გოლის ეპიზოდში ნიდერლანდელმა მისი შეჩერება ვერ შეძლო და ამის შემდეგაც ძალიან გაუჭირდა მასთან თამაში.

Tutto mercato web – 6.5 ქულა: პირველი ნახევარი საათის გამო მას უბრალოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს. ტიმბერი გააგიჟა, მთელი თამაშის განმავლობაში უჭირდა ქართველის წინააღმდეგ თავის დაცვა.

Calciomercato – 6.5 ქულა: მე-4 წუთზე დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა და პარიზულ კარიერაში უკვე 9 შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა - 4 გოლი და 5 ასისტი. გოლის შემდეგ, ბრწყინვალე შანსი საჯარიმოში წაქცევით გაანიავა, სადაც პენალტის დანიშვნის იმედი ჰქონდა, მაგრამ მსაჯმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. ის გამორჩეული იყო დაცვით ფაზაში, სადაც მენდეშს საკასთან გაორმაგებულ დაცვაში ეხმარებოდა. მისი ყოფილი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მისით ძალიან იამაყებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 7 მაისს, პარიზში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისნაირი ფეხბურთელი არასდროს გვინახავს“ | რას წერს Daily Mail-ი კვარაზე
„მისნაირი ფეხბურთელი არასდროს გვინახავს“ | რას წერს Daily Mail-ი კვარაზე