ხვიჩა კვარაცხელია, ალესანდრო დელ პიერო
Aa
Aa

„ეს ხელოვნებაა“ | დელ პიერომ კვარათი აღფრთოვანება ვერ დამალა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი მატჩის შემდეგ, დელ პიერომ ყურადღება „კვარას“ საგოლე გადაცემაზე გაამახვილა და ქართველი გარემარბი შეაქო.

„როდესაც კვარაცხელია პასს იღებს და ბურთს ეხება, ალბათ, 10 წამში უკვე მეტოქეზე მიდის. გადაწყვეტილებას მაღალ სისწრაფეზე იღებს და ტიმბერს აიძულებს, უკან დაიხიოს. თანაც, ოდნავ ძლიერი გადაცემა გაუკეთეს, მაგრამ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს.

როდესაც 8 წლის ვიყავი, პირველი გაკვეთილი, რაც ჩამიტარეს, იყო ის, რომ მცველებისთვის დრო არ მიმეცა, რათა გაეანალიზებინათ, რა ხდებოდა. ნებისმიერ მომენტში, მარჯვნივ ან მარცხნივ უნდა წავსულიყავი. კვარაცხელია მეურვესთან პირისპირ რჩება, მას საკუთარ საჯარიმოში ახევინებს და ნახევარმცველს აიძულებს, ორმაგ დაცვაზე გადმოვიდეს, რის წყალობითაც, უსმან დემბელე თავისუფლდება. მარტივი, მაგრამ გამანადგურებელი ქმედება. ეს ხელოვნებაა. ბრავო“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას პასით სწორედ დემბელემ გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. საპასუხო მატჩი 7 მაისს „პარკ დე პრენსზე'' გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ტიმბერს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე
„ტიმბერს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე