„მატჩის MVP კვარაცხელია იყო“ | რა თქვა კაპელომ ქართველ ფეხბურთელზე
ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. კაპელომ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და განაცხადა, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი „კვარა“ უნდა გამხდარიყო.
„პირადად ჩემთვის, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო. მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან არასდროს მინახავს, ამდენი ერბინოს. ამასთან, პარი სენ-ჟერმენის ნახევარდაცვის დომინაციაც ვიხილე.
შეხვედრის MVP-ის ჯილდო ვიტინიას მისცეს, მაგრამ შეეძლოთ, პსჟ-ის ნებისმიერი ნახევარმცველი გამოერჩიათ. პარიზელებმა შთაბეჭდილება მოახდინეს თავიანთი ფიზიკური კონდიციებით. როდესაც ისინი პრესინგზე ადიოდნენ, მეტოქეს წნეხის ქვეშ სწრაფად აქცევდნენ. არსენალი სხვანაირად მოქმედებდა, ლონდონელები დაძუნძულებდნენ“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 1:0 იმარჯვა და შეხვედრის ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ, „კვარას“ პასით გაიტანა. საპასუხო მატჩი 7 მაისს „პარკ დე პრენსზე'' გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.