ხვიჩა კვარაცხელია, იურიენ ტიმბერი
Aa
Aa

ფრანგი მსაჯი: „კვარაზე პენალტი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო!“

ჩემპიონთა ლიგაზე, „არსენალისა“ და პსჟ-ის მატჩში, მე-16 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიასა და იურიენ ტიბერის ერთ-ერთი დუელის დროს, ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ არდანიშნულმა პენალტის ევროპულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამ ეპიზოდზე მოსაზრება არაერთმა ცნობილმა ადამიანმა დაასახელა. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მთავარ მსაჯს სლავკო ვინჩიჩს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, ნაწილი კი ამბობს, რომ ტიმბერის მხრიდან კონტაქტი საკმარისი არ იყო და არბიტრმა ეპიზოდი სწორად შეაფასა.

თავისი მოსაზრება გავლენიანი ფრანგული გაზეთის, L’Equipe-ის კონსულტანტმა, საედ ენჯიმიმაც დააფიქსირა, რომელიც ამ გამოცემაში სამსაჯო მიმართულებით მუშაობს და საფრანგეთში ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ პიროვნებად მოიაზრება. ცნობისთვის, ენჯიმი წლების განმავლობაში FIFA-ს არბიტრიც იყო, რომელიც როგორ ლიგა 1-ში, ისე საერთაშორისო საკლუბო და სანაკრებო დონეზეც მუშაობდა. მან თავისი სამსაჯო კარიერა 2017 წელს დაასრულა.

რას ამბობს ენჯიმი:

„ეს პენალტი იყო. კვარა ტიმბერმა ჯერ ხელით დაიჭირა, შემდეგ კი მხარიც მიარტყა. შესაძლოა, ეპიზოდი ფეხბურთელმა ცოტათი გააფორმა, მაგრამ პენალტის დანიშვნა ნამდვილად დაიმსახურა. ასევე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ არ მიიღო ტიმბერმა ყვითელი ბარათი კვარასთან უხეშობის გამო“.

საგულისხმოა, რომ გუშინდელ მატჩში კვარაცხელიასა და ტიმბერს ერთმანეთის წინააღმდეგ 10 დუელი ჰქონდათ, საიდანაც 7-ჯერ გამარჯვებული ქართველი ფეხბურთელი გამოვიდა. ამასთან, ნიდერლანდელი მცველი ხვიჩასთან ოთხჯერ დაჯარიმდა, რაც „არსენალის“ ფეხბურთელების მხრიდან ყველაზე მეტი იყო. ასევე, მე-16 წუთზე ქართველისა და ნიდერლანდელის ერთ-ერთი დუელის დროს მსაჯმა ხვიჩას სასარგებლოდ პენალტი საკამათო სიტუაციაში არ დანიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ხელოვნებაა“ | დელ პიერომ კვარათი აღფრთოვანება ვერ დამალა
„ეს ხელოვნებაა“ | დელ პიერომ კვარათი აღფრთოვანება ვერ დამალა