ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

UFC-ს ყოფილი მებრძოლი: თოფურია მახაჩევს კონკურენციას ვერ გაუწევს

UFC-ს რუსმა ყოფილმა მებრძოლმა, ალი ბაგაუტინოვმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ილაპარაკა.

ის მიიჩნევს, რომ მახაჩევისთვის ყველაზე რთული არმან ცარუკიანთან ბრძოლა იქნება.

„ილია თოფურია ისლამს კონკურენციას ვერ გაუწევს. იქ ჩხუბის სხვა დონეა. დარტყმის ტექნიკაზე არაფერს ვიტყვი. იმისთვის, რომ რეალური პრეტენდენტი გახდეს, თოფურიას მოუწევს მსუბუქი წონის ტოპ მებრძოლებიდან ვინმე დაამარცხოს. ვერ ვხედავ აზრს იმაში, რომ ილიას სატიტულო ჩხუბი ეგრევე მისცენ“, - თქვა ბაგაუტინოვმა.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას მომდევნო მეტოქე, დიდი ალბათობით, ისლამ მახაჩევი იქნება, რომელიც მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახლავთ.

თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბი ოფიციალურად ჯერ არ ჩანიშნულა. ცნობილი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, როგორც ილიამ, ისე ისლამმა მოსამზადებელი კემპი დაიწყეს და მოსალოდნელია, რომ მათი ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ისლამთან ჩხუბს ჯერ არ იმსახურებს, მაგრამ ამ ბრძოლას მოუთმენლად ველი“ - ცნობილი პრომოუტერი
„ილია ისლამთან ჩხუბს ჯერ არ იმსახურებს, მაგრამ ამ ბრძოლას მოუთმენლად ველი“ - ცნობილი პრომოუტერი