ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თუ ისლამთან ჩხუბს არ დაჰპირდნენ, ქამარი არ უნდა დაეთმო“ - ოლივეირას მწვრთნელი ილიაზე

UFC-ის ექსჩემპიონის, ჩარლზ ოლივეირას მწვრთნელმა და მენეჯერმა, დიეგო ლიმამ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევზე ისაუბრა.

დიეგო ლიმა:

„თოფურიას მენეჯერი რომ ვიყო, ვიდრე ისლამ მახაჩევთან ბრძოლის გარანტიას არ მოგვცემდნენ, ქამარზე უარს არ ვათქმევინებდი. ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ მებრძოლმა ტყუილად შეიცვალოს წონა. დივიზიონის შეცვლისას მკაფიო მიზანი უნდა გქონდეს და ამის შესახებ UFC-სთან მოლაპარაკებების დროს უნდა განაცხადო. არ ვიცი, მოიქცა თუ არა ასე ილია.

მახაჩევს არაერთხელ უთქვამს, რომ ქვესაშუალო წონაში ასვლა სურს, ამიტომ ჩვენ გვსურს იმ ქამრის აღება, რომელიც ახლა მახაჩევს აქვს. ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ. პირველი - როგორ დასრულდება ბელალ მუჰამედის ჩხუბი და რას მოიმოქმედებს ისლამი ბელალის მარცხის შემთხვევაში. მეორე - არ ვიცით, რას დაჰპირდნენ თოფურიას.

თუ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში იჩხუბებს, მან ქამარი უნდა დაკარგოს, როგორც ეს ილიას შემთხვევაში მოხდა. ვფიქრობ, UFC მას არჩევანის წინაშე დააყენებს. თუ ის წონას შეიცვლის, ორგანიზაცია დროებით ქამარს შემოიღებს. მთელი დივიზიონის შეყოვნება არ შეიძლება - მებრძოლები დიდი ხანი ელოდებიან ქამრისთვის ჩხუბის შანსს, შემდეგ კი ჩემპიონები ხდებიან და ჩხუბი აღარ სურთ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ბრძოლა ჯერ არ დაანონსებულა, თუმცა ორივე მებრძოლმა მოსამზადებელი კემპი უკვე დაიწყო. 

ამასთანავე, თუ UFC 315-ზე ბელალ მუჰამედი საჩემპიონო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდება, ისლამ მახაჩევმა შესაძლოა წონითი დივიზიონი შეიცვალოს და ქვესაშუალო წონაში ავიდეს - ამ შემთხვევაში ილია თოფურიამ და ჩარლზ ოლივეირამ შესაძლოა მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის იბრძოლონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსუბუქ წონაში პრაქტიკულად დაუმარცხებელი იქნება“ | იოელ რომერო თოფურიას აქებს
„მსუბუქ წონაში პრაქტიკულად დაუმარცხებელი იქნება“ | იოელ რომერო თოფურიას აქებს