გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

„პირველ წრეში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო“ | ქლევერლიმ ჩაკვეზე ისაუბრა

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „კრაზანების“ თავკაცმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სურს, მისმა გუნდმა გიორგი ჩაკვეტაძე შეინარჩუნოს.

„ვინ იყო გამორჩეული ფეხბურთელი? ყველა მოთამაშემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სეზონის პირველ ნაწილში, გიორგი მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ველოდები თუ არა, რომ ჩაკვეტაძე მომდევნო სეზონშიც ჩვენთან იქნება? დიახ, ველოდები, რომ უოტფორდში დარჩება, როგორც სხვა ტოპ ფეხბურთელები.

ვემზადები და ველოდები, რომ ჩვენი ყველა ტოპ მოთამაშე და გამარჯვების მომტანი ფეხბურთელი მომდევნო სეზონში აქ იქნება, რადგან აშკარაა, მათ არ ყოფნაში რა დაგვაკლდა. დიდი განსხვავებაა იანვრამდე და იანვრის შემდეგ, როგორც გატანილი, ისე გაშვებული გოლების მხრივ. გიორგისა და სხვების არ ყოფნა პრობლემაა და შემადგენლობის სიღრმე არ გვაქვს, რომ ეს საკითხი გამოვასწოროთ“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი. „უოტფორდს“ 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზე იმყოფება. „კრაზანებმა“ ზედიზედ ოთხი თამაში წააგეს და მომდევნო შეხვედრა „შეფილდ უენსდეისთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„17 წლის მესი მირჩევნია“ - კაპელო იამალმა ბოლომდე ვერ მოხიბლა
„17 წლის მესი მირჩევნია“ - კაპელო იამალმა ბოლომდე ვერ მოხიბლა