ლიონელ მესი, ფაბიო კაპელო, ლამინ იამალი
Aa
Aa

„17 წლის მესი მირჩევნია“ - კაპელო იამალმა ბოლომდე ვერ მოხიბლა

„ბარსელონა“ – „ინტერის“ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ლეგენდარულ იტალიელ მწვრთნელს ფაბიო კაპელოს პროგნოზის გაკეთება სთხოვეს, მისგან მიიღეს პასუხი, რომ თუ წლების წინ ნერიაძურიმ ლიონელ მესი გაანეიტრალა, იგივეს გაკეთება ლამინ იამალთან მიმართებაშიც არ გაუჭირდებოდა. 17 წლის ესპანელი ვუნდერკინდი „ინტერის“ ფეხბურთელებმა რომ ვერ გაანეიტრალეს, ეს შეხვედრის დასრულების შემდეგ, შავ-ლურჯების მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმაც აღიარა. აი, კაპელომ კი იხტიბარი არ გაიტეხა და იამალი ბოლომდე მაინც არ შეაქო.

ფაბიო კაპელო

იამალი? ის თავდაუზოგავად შრომობს და მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა აქვს, რაზეც მის მიერ გაკეთებული პასებიც მეტყველებდა. „ბარსელონას“ თამაშში იგრძნობოდა რობერტ ლევანდოვსკის არყოფნა, რადგან პოლონელი რომ ყოფილიყო, შესაძლოა იამალის გადაცემები გოლებით დაგვირგვინებულიყო. მე ამ წყვილში „ინტერს“ ვქომაგობ და იმედია ლევანდოვსკი საპასუხო შეხვედრასაც გამოტოვებს. 17 წლის ლიონელ მესის თამაშიც კარგად მახსოვს და პირადად ჩემთვის, არგენტინელის არსენალში უფრო მეტი ტექნიკა იყო, ვიდრე იამალის თამაშში შეინიშნება.

ცნობისათვის, 17 წლის ლამინ იამალის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 54 შეხვედრაში 16 გოლი და 21 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
17 წლის ფეხბურთელის 37 საგოლე მოქმედება - იამალის რეკორდები
17 წლის ფეხბურთელის 37 საგოლე მოქმედება - იამალის რეკორდები