მარკუს ტურამი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„იამალი მსოფლიოში საუკეთესო არაა, მბაპე და დემბელე მასზე წინ არიან“ - ტურამი

„ინტერის“ ფრანგმა ფორვარდმა, მარკუს ტურამმა გუშინდელი მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ ახალგაზრდა გარემარბ, ლამინ იამალზე ისაუბრა.

მარკუს ტურამი:

„ფედერიკო დიმარკო გავამხნევე და ვუთხარი, რომ იამალისთვის მცველების მოტყუება სავსებით ნორმალურია. ასეთ ფეხბურთელებს ინდივიდუალურად ვერ გაუმკლავდები, მათ წინააღმდეგ გუნდური მუშაობაა საჭირო.

არის თუ არა იამალი მსოფლიოში საუკეთესო? არა, პირველ და მეორე ადგილებზე ფრანგები არიან - კილიან მბაპე და უსმან დემბელე. მესამე ადგილზე? შესაძლოა...“

აღსანიშნავია ისიც, რომ „ინტერის“ კარში გატანილი გოლით ლამინ იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (17 წლის, 291 დღის), რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამოიჩინა თავი - ამ მაჩვენებლით მან სწორედ კილიან მბაპეს (18 წლის, 140 დღის) აჯობა.

აქვე გეტყვით, რომ „ინტერისა“ და „ბარსელონას“ განმეორებითი მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ 6 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უხვგოლიანი ფრე კატალონიაში - ბარსა და ინტერი გამარჯვებულს მილანში გამოავლენენ
უხვგოლიანი ფრე კატალონიაში - ბარსა და ინტერი გამარჯვებულს მილანში გამოავლენენ