ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ბენეილ დარიუში
Aa
Aa

„ისლამს ახალი მეტოქე სურს, ილიას გარდა კი ასეთი არავინაა“ - ბენეილ დარიუში

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ამერიკელმა მებრძოლმა, ბენეილ დარიუშმა ისლამ მახაჩევის პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა.

„ყველაზე ლოგიკურად მახაჩევისა და ილია თოფურიას ჩხუბი გამოიყურება, მაგრამ ისლამი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს [ვოლკანოვსკის] უკვე ეჩხუბა, ამიტომ ამბობს, რომ გამეორება აღარ სურს.

ამავდროულად, ისლამმა უკვე მოუგო ცარუკიანსა და ოლივეირას და მათთან რემატჩი არ სურს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა - ისლამს ახალი მეტოქეები სურს, ქვემსუბუქი წონიდან ამოსული ილიას გარდა კი ასეთი არავინაა.

მახაჩევი ქვესაშუალო წონაში? ვფიქრობ, მას წარმატების მიღწევა შეუძლია, მაგრამ არიან მებრძოლები, რომლებიც პრობლემებს შეუქმნიან. მაგალითად, ასეთია ბელალ მუჰამედი.

ვიცი, რომ ბელალი და ისლამი ერთად ვარჯიშობდნენ. მეც მივარჯიშია ბელალთან, მასთან ფანტასტიკური კარდიო და კარგი ტექნიკა აქვს, არ უშვებს სერიოზულ შეცდომებს და არ მიდის რისკზე - მასთან გამკლავება ძალიან რთულია. თუ სუპერკარდიო არ გაქვს, ბელალთან ჩხუბისას აუცილებლად დაიღლები“.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ბრძოლა ჯერ არ დაანონსებულა, თუმცა ორივე მებრძოლმა მოსამზადებელი კემპი უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისა და ილიას ჩხუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამასთანავე, თუ UFC 315-ზე ბელალ მუჰამედი საჩემპიონო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდება, ისლამ მახაჩევმა შესაძლოა წონითი დივიზიონი შეიცვალოს და ქვესაშუალო წონაში ავიდეს - ამ შემთხვევაში ილია თოფურიამ და ჩარლზ ოლივეირამ შესაძლოა მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის იბრძოლონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია დგომში ოლივეირასაც მოკლავს და მახაჩევსაც“ - თოფურიას მწვრთნელი
„ილია დგომში ოლივეირასაც მოკლავს და მახაჩევსაც“ - თოფურიას მწვრთნელი