„არ ვიცი რას ვიზამ“ - ლებრონი მალე გადაწყვეტს
„ლეიკერსის“ დამარცხებამ „მინესოტასთან“ პლეი ოფის სერიაში საკალათბურთო სამყაროში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. როდესაც მსგავსი დონის გუნდი NBA-ს გათამაშებას მეოთხედფინალურ სტადიაზე ასრულებს, ბუნებრივია ბევრი კითხვის ნიშნები ისმის. ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა კი მედიის წარმომადგენლებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო ბუნებრივია ლებრონ ჯეიმსისგან იყო, რომელმაც წარუმატებლობის მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა.
რას ამბობს ლებრონი
როდესაც სეზონის მიმდინარეობისას კლუბი ისეთ მასშტაბურ კალათბურთელს იმატებს, როგორიც ლუკა დონჩიჩია, ეს იოლი არავისთვის არის. რთული იყო ჩემთვის, ოსტინ რივზისთვის და დანარჩენი კალათბურთელებისთვის. იყო პერიოდები, როდესაც არასათანადოდ გამოვიყურებოდით, მაგრამ პრობლემები დავძლიეთ და კონფერენცია მესამე ადგილზე დავასრულეთ.
რა დაგვაკლდა „მინესოტას“ დასამარცხებლად? ალბათ პირველ რიგში შეთამაშების ხარისხი. ჯეი ჯეი რედიკი არაფერ შუაშია - მან სადებიუტო სეზონში კოლოსალური მოცულობის სამუშაო ჩაატარა და მგონია, რომ წლიდან წლამდე „ლეიკერსს“ სულ უფრო უკეთ ააათამაშებს.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, დავჯდები ოჯახის წევრების გარემოცვაში და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ. ჯერჯერობით ზუსტად ისიც არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მსურს კალათბურთის თამაში და სიმართლე გითხრათ, „ლეიკერსში“ ჩემი მომავალი მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტიც არ არის.
შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ „მინესოტასთან“ მეოთხედფინალურ სერიაში 1:4 დამარცხდა. ლოს-ანჯელესის კლუბს არსებობის ისტორიაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 17-ჯერ აქვს მოგებული და ამ მხრივ მხოლოდ „ბოსტონ სელტიქსს“ (18) ჩამორჩება.