ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“ | დი ლორენცომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა ყოფილ თანაგუნდელს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ „კვარა“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

„გუშინ საღამოს, პარი სენ-ჟერმენის მაისურით, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ვნახე. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. კარგი ადამიანია და იმედია, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „არსენალს“ დაუპირისპირდა. ხვიჩამ საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი გოლით უსმან დემბელემ გაიტანა, პსჟ-მ კი მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა.

დი ლორენცოს გუნდს რაც შეეხება, „ნაპოლის“ შანსი აქვს, სერია A მოიგოს. მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, „პარტენოპეის“ 74 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს. ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას 3 მაისს, „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ხელოვნებაა“ | დელ პიერომ კვარათი აღფრთოვანება ვერ დამალა
„ეს ხელოვნებაა“ | დელ პიერომ კვარათი აღფრთოვანება ვერ დამალა