„ყველაზე მეტად დაცვაში მისი მუშაობა მაოცებს“ - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩაზე
ფრანგული Canal+ ჟურნალისტმა, პიერ მენესმა თავის YouTube-არხზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მატჩი შეაფასა და პარიზელთა ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
პიერ მენესი:
„რაც ხვიჩა კვარაცხელიაში ყველაზე მეტად მაოცებს, ეს დაცვაში მისი მუშაობაა. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, თუ როგორ გაუმკლავდა ნუნო მენდეში ბუკაიო საკას, იმიტომ რომ ხვიჩას დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რასაც ის ფიზიკური მუშაობის მხრივ აკეთებს, ექსტრაორდინალურია. ახლა მან შემტევ ფაზაში უფრო მეტი განსხვავება უნდა შექმნას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხვიჩა გუნდს მხოლოდ იანვარში შეუერთდა, მისი თამაში მაინც დამაკმაყოფილებელია“.
შეგახსენებთ, რომ ლონდონში გამართული ნახევარფინალის პირველი დუელი პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.
საპასუხო მატჩი „პარკ დე პრენსზე“ 7 მაისს გაიმართება.