ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ოლივეირას მწვრთნელი: თოფურიასთან ჩხუბი უფრო გაყიდვადი იქნება, ვიდრე მახაჩევთან

UFC-ის ექსჩემპიონის, ჩარლზ ოლივეირას მწვრთნელი და მენეჯერი, დიეგო ლიმა მიიჩნევს, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლა უფრო დიდი მოვლენა იქნებოდა, ვიდრე ისლამ მახაჩევთან.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ „დუ ბრონქსს“ საერთაშორისო საბრძოლო კვირეულზე ჩხუბი სურს, რომელიც ივნისში გაიმართება.

„ჩარლზს ქამრისთვის ბრძოლა უნდა. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ილიას წინააღმდეგ იქნება თუ ისლამის, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ვისთან ჩხუბი იქნება უფრო გაყიდვადი, მე ვიტყოდი თოფურიას. ის არაჩვეულებრივად უმკლავდება ახალ დივიზიონში თავის გამოჩენას. რაც შეეხება მახაჩევს, ის თავისი გადაუწყვეტლობის გამო, თვალთახედვიდან გაქრა. ხან დივიზიონის შეცვლა უნდა, ხან თოფურიასთან ბრძოლა და ხან გეიჯისთან. ეს არაა კარგი ამ სპორტისთვის, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და UFC-ს ზარისთვის ვემზადებით“, - თქვა ლიმამ.

ცნობისთვის, ამჟამად ოლივეირა მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერი და სატიტულო ჩხუბის ერთ-ერთი პრეტენდენტია. ბოლოს „დუ ბრონქსმა“ გასული წლის ნოემბერში გამართა, როცა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მაიკლ ჩენდლერს მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ბრძოლა ჯერ არ დაანონსებულა, თუმცა ორივე მებრძოლმა მოსამზადებელი კემპი უკვე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ასპინალი UFC-ში ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა
ასპინალი UFC-ში ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა