გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

პრემიერლიგაში დაბრუნებული ლიდსი ჩაკვეტაძის შეძენას გეგმავს

ბრიტანული LeedsAllOver-ის ცნობით, პრემიერლიგაში დაბრუნებული „ლიდს იუნაიტედი“ ჩემპიონშიფის 3 ვარსკვლავის დამატებას გეგმავს და სიაში გიორგი ჩაკვეტაძეც იმყოფება.

„ყოველთვის, როცა უოტფორდი კარგად თამაშობდა, მეტოქე გუნდის ქომაგები სოციალურ ქსელებში წერდნენ, თუ რა კარგად მოქმედებდა ჩაკვეტაძე და რამხელა შთაბეჭდილებას ახდენდა მათზე. სამწუხაროდ, მან სეზონი ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა. საქართველოს ნაკრების წევრი ამ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

მისი სტატისტიკა შთამბეჭდავი არ არის - 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა, მაგრამ ეს მისთვის ხელის შემშლელი არ ყოფილა, რომ მაღალი დონის ფეხბურთი ეჩვენებინა.

25 წლის ფეხბურთელი ჩემპიონშიფში ერთ-ერთ საუკეთესო დრიბლიორად ითვლება, ბურთის წინ წაღებაში საუკეთესოა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე იდეალურია. ლიდსს კი ასეთი სტილის მოთამაშე აუცილებლად სჭირდება, რომელიც სირთულეებს დაძლევს და მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეეძლება.

გუნდი ახალი სეზონიდან პრემიერლიგაში ითამაშებს და ფიზიკურად ძლიერი, კარგად მომზადებული ფეხბურთელები სჭირდება, ჩაკვეტაძე კი ასეთია და პრემიერლიგის კლუბებმა მას ყურადღება უნდა მიაქციონ“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

„ლიდსმა“ ჩემპიონშიფში ამ სეზონში დიდებულად ითამაშა. 97 ქულა და 93 გატანილი გოლი. გუნდი პირველ ადგილზეა და პრემიერლიგის საგზური უკვე განაღდებული აქვს.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მის მიმართ ინტერესი აქამდე „ევერტონსა“ და „ვულვზს“ ჰქონდათ, რომლებიც კვლავ ქართველისთვის ბრძოლაში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის ჯილდო | რომელ ადგილზეა კვარა Goal-ის რეიტინგში
ოქროს ბურთის ჯილდო | რომელ ადგილზეა კვარა Goal-ის რეიტინგში