ლაშა ფირცხალაიშვილი
Aa
Aa

19-წლამდე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება | ლაშა ფირცხალაიშვილმა პოსტი დატოვა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა დაკავებული პოსტი დატოვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 19-წლამდე ნაკრებმა, 2022-24 წლებში, ევროპის ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო რაუნდი ითამაშა. ხოლო 2025 წლის მარტში, ელიტ რაუნდში მიიღო მონაწილეობა.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 19-ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა 19-წლამდე ნაკრები დატოვა. ეროვნული გუნდების სახელით, გვინდა ლაშას მადლობა გადავუხადოთ განვლილი წლებისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ბოლოს სწორედ ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში იასპარეზა და ევროპირველობაზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აჩვენა, ჯორჯ ბესტს რატომ ადარებენ“ | Standard-ის სტატია კვარაცხელიაზე
„აჩვენა, ჯორჯ ბესტს რატომ ადარებენ“ | Standard-ის სტატია კვარაცხელიაზე