მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დეივისონ ფიგერედო
Aa
Aa

„მერაბი გაიმარჯვებს“ | ფიგერედოს პროგნოზი დვალიშვილი VS ომალიზე

უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დეივისონ ფიგერედომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის სატიტულო დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ფიგიმ“ საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა და „მანქანის“ გამარჯვება ივარაუდა.

„ვფიქრობ, მერაბი გაიმარჯვებს. შონი ძალიან მრავალმხრივი მებრძოლია, მაგრამ ჩემი აზრით, დვალიშვილი მისთვის უხერხული მეტოქეა. მგონია, რომ მერაბი მას დაშლის და მიმაჩნია, რომ დვალიშვილი გაიმარჯვებს“.

საინტერესოა, რომ მოგვიანებით, Davis MMA Management-ის „ინსტაგრამ“ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ფიგერედომ „მანქანას“ მიმართა: „მერაბ, წარმატებებს გისურვებ. შუგა დაანოკაუტე, საუკეთესო ხარ!“

როგორც მოგეხსენებათ, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლის შემდეგ, ფიგერედომ რობ ფონტი, კოდი გარბრანდტი და მარლონ ვერა დაამარცხა, შემდეგ კი პიოტრ იანთან წააგო. „ფიგი“ მომდევნო ორთაბრძოლას კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განსაკუთრებული ფეხბურთელია“ | არსენალთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას აქებს
„განსაკუთრებული ფეხბურთელია“ | არსენალთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას აქებს