ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: გასულ სეზონში 1 თამაში დაგვაკლდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალი

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „სტრასბურგთან’’ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. პირველი კითხვა ჯანლუიჯი დონარუმას შესანიშნავ თამაშს ეხებოდა, თუმცა ენრიკემ კონკრეტულ ფეხბურთელზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ლუის ენრიკე: „სეზონის ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში ვართ, ვაჩვენეთ რომ ნამდვილი გუნდი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შესაძლოა კონკრეტულ ფეხბურთელებზე კონცენტრირდეს, ნაწილს შეაქებენ, ნაწილს გააკრიტიკებენ. კონკრეტული ფეხბურთელის შეფასებას არ ვაპირებ’’.

ლუის ენრიკეს თქმით, „სტარსბურგთან’’ უსმან დემბელე ტრავმის გამო არ არ ითამაშებს, თუმცა ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია''.

ლიგა 1-ის 32-ე ტურში, ხვალ პსჟ „სტრასბურგს'' ესტუმრება, შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

ენრიკე „სტარსბურგთან’’ მატჩზე: „ახლა მთავარი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგისთვის მომზადებაა. გამარჯვება დიდებული იქნება, თუმცა მთავარი „არსენალთან’’ მატჩია’’.

ენრიკეს თქმით, გასულ სეზონში გუნდს მხოლოდ ერთი მატჩი დააკლდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

ლუის ენრიკე: „გასულ სეზონში (2023-24) მხოლოდ ერთი მატჩი დაგვაკლდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ამ მიზნის მიღწევა გვინდა, მაგრამ ჯერ წინ ნახევარფინალია. ამ ყველაფერს შევეჩვიეთ, დასვენებისთვის დიდი დრო არაა და ყველაფერი სწორად უნდა მართო. მწვრთნელები ყოველთვის საუკეთესოსკენ მივისწრაფვით, ბევრი რამ ყოველ კვირას იცვლება. რამდენიმე წელია უმაღლეს დონეზე ვმუშაობ და ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია’’.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „არსენალი'' შინ პსჟ-სთან 0:1 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა 7 მაისს პარიზში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკეს ბოროტი ხაფანგი და კვარას ხიფათის ფორმულა | ც9
ენრიკეს ბოროტი ხაფანგი და კვარას ხიფათის ფორმულა | ც9