რუბენ ამორიმი, ვიქტორ დიოკერეში
Aa
Aa

„მანჩესტერი არავის შეეხვეწება“ - ამორიმი დიოკერეშმა გააბრაზა

ვიქტორ დიოკერეში ახლა რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება და გრანდების მთავარი სამიზნეა, ამაში უდიდესი წვლილი რუბენ ამორიმს მიუძღვის, რომლის ხელმძღვანელობითაც შვედი ფორვარდი „სპორტინგში“ 2020-2024 წლების სეზონში თამაშობდა. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, დიოკერეშს ამორიმის ამჟამინდელ კლუბში „მანჩესტერ იუნაიტედში“ უწინასწარმეტყველებდნენ გადაბარგებას, თუმცა როგორც ჩანს ამაზე უარი თავად ვიქტორმა თქვა, რამაც „მანკუნიანელების“ თავკაცი ძალიან გააბრაზა.

რას ამბობს ამორიმი

დიოკერეშთან ამ თემაზე არ მისაუბრია. თუმცა, თუ ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, მაშინ მისი ადგილი აქ არ ყოფილა. ჩვენ გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც ოცნებობენ „იუნაიტედის“ მაისურის ტარებაზე და არა ისინი, რომელთა მიზანიც რაღაც კონკრეტულ ტურნირზე ასპარეზობაა.

ვიქტორ დიოკერეშს „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2028 წელს უსრულდება და მისი სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს. შვედი ფორვარდის ანგარიშზე წელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 48 მატჩში 52 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამორიმი: ეს მანჩესტერ იუნაიტედია - ყველას უნდა აქ თამაში
ამორიმი: ეს მანჩესტერ იუნაიტედია - ყველას უნდა აქ თამაში