ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა
Aa
Aa

„ხვიჩას ყოფნის შემთხვევაში ინტერთან სხვაობა სამ ქულაზე მეტი იქნებოდა“ - მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა

ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა ჯუნიორმა რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში „ნაპოლის“ ამჟამინდელ სეზონზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. უმცროსმა მარადონამ აღნინშა, რომ დღეს გუნდში ქართველი შემტევის ყოფნით, „პარტენოპეის“ „ინტერთან“ უპირატესობა სამ ქულაზე მეტი იქნებოდა.

რას ამბობს დიეგო მარადონა ჯუნიორი:

„ახლა ერთიანობის ისეა აუცილებელი, როგორც არასდროს. სეზონი დასკვნით ფაზაშია და ჩემპიონობის შანსები რეალურია. ვერ დავმალავ, რომ ახლა უკვე ფავორიტები ვართ, რადგან „ინტერთან“ შედარებით უფრო მარტივი კალენდარი გვაქვს. წინ ოთხი ფინალი გვაქვს და საჭიროა სტაბილურობა შევინარჩუნოთ“.

„მომწონს როგორც თამაშობს გუნდი კვარაცხელიას წასვლის შემდეგ. ლუკაკუ სივრცეებს ქმნის და სხვა ფეხბურთელები ამ სივრცეებს ბრწყინვალედ ითვისებენ. ყველა აფასებს რომელუს მიერ გაწეულ შრომას. კვარაცხელიას წასვლის შემდეგ საჭირო იყო, რომ გოლები სხვა ადგილებიდან გაგვეტანა და საბედნიეროდ, იქ სკოტ მაკტომინეი და ანგისა არიან. უნდა ითქვას, რომ კვარაცხელიას ყოფნის შემთხვევაში ამ „ნაპოლის“ „ინტერთან“ სხვაობა სამ ქულაზე მეტი იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ პსჟ-ში მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. ქართველმა შემტევმა პარიზელებთან ერთად უკვე გაინაღდა საფრანგეთის ჩემპიონობა და კიდევ ორი ტიტულისთვის იბრძვის. 25 მაისს მისი გუნდი საფრანგეთის თასის ფინალში ითამაშებს და ასევე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის რეალური შანსიც აქვს. სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-მა სტუმრად „არსენალი“ 1:0 დაამარცხა, საგოლე გადაცემა კი ქართველმა შემტევმა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები