„ვფიქრობ, ოლივეირა და თოფურია ვაკანტური ქამრისთვის იჩხუბებენ“ - დენ ჰუკერი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, დენ ჰუკერმა ისლამ მახაჩევის პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა.
„ჯეკ დელა მადალენას გამარჯვების შემთხვევაში მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავა, 100%-ით. ამას ელოდება ყველა: ისლამი, ილია და ყველა დანარჩენი მსუბუქწონოსანი.
ვფიქრობ, ჯეკი მოიგებს, ისლამი დივიზიონს შეიცვლის, ჩარლზ ოლივეირა და ილია თოფურია ვაკანტური ქამრისთვის იჩხუბებენ. ხოლო თუ ბელალ მუჰამედმა მოიგო, ისლამი დარჩება მსუბუქ წონაში და ილიასთან იჩხუბებს. მახაჩევი ბელალთან მეგობრობის გამო მასთან ჩხუბზე უარს ამბობს, მე კი მზად ვარ ნებისმიერს ვეჩხუბო, ასეთ რამეს ყურადღებას არ მივაქცევდი“.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ბრძოლა ჯერ არ დაანონსებულა, თუმცა ორივე მებრძოლმა მოსამზადებელი კემპი უკვე დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისა და ილიას ჩხუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.
ამასთანავე, თუ UFC 315-ზე ბელალ მუჰამედი საჩემპიონო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდება, ისლამ მახაჩევმა შესაძლოა წონითი დივიზიონი შეიცვალოს და ქვესაშუალო წონაში ავიდეს - ამ შემთხვევაში ილია თოფურიამ და ჩარლზ ოლივეირამ შესაძლოა მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის იბრძოლონ.