ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„საპასუხო მატჩში ფინალამდე ფინალი გველის“ - ჰანსი ფლიკი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა თავისი გუნდი შეაქო და მილანში გასამართ საპასუხო მატჩს „ფინალამდე ფინალი“ უწოდა.

„მატჩი ცუდად დავიწყეთ, გვქონდა ჩავარდნებიც და კარგი მომენტებიც. მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. საპასუხო მატჩი იქნება ფინალი ფინალამდე.

როდესაც 0:2-ს ვაგებდით, ვიცოდი, რომ ეს ორი დიდებული კლუბის მატჩი იყო და „ინტერმა“ აჩვენა ის უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც მათ აქვთ. ისინი ძლიერები არიან სტანდარტებზე, თუმცა ლამინ იამალმა გვაჩვენა გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ. მისი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“.

„ბარსელონასა“ და „ინტერისა“ პირველი ნახევარფინალური დუელი ფრედ დასრულდა - 3:3. საპასუხო შეხვედრა იტალიაში 6 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საპასუხო მატჩში ფინალამდე ფინალი გველის“ - ჰანსი ფლიკი
„საპასუხო მატჩში ფინალამდე ფინალი გველის“ - ჰანსი ფლიკი