დენზელ დუმფრისი, ლამინ იამალი
Aa
Aa

უხვგოლიანი ფრე კატალონიაში - ბარსა და ინტერი გამარჯვებულს მილანში გამოავლენენ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მონჟუიკის ოლიმპიურ სტადიონზე „ბარსელონამ“ და „ინტერმა“ ნამდვილი შოუ შემოგვთავაზეს.

ანგარიში უკვე პირველ წუთზე სტუმრებმა გახსნეს: მარკუს ტურამმა ულამაზესი დარტყმით ვოიცეხ შჩესნის კარი აიღო, ასისტი კი დენზელ დუმფრისმა მიითვალა. სწრაფი გოლის შემდეგ „ნერაძური“ კონტრშეტევებზე გადაეწყო, ხოლო 21-ე წუთზე დენზელ დუმფრისმა სიმონე ინძაგის გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მიუხედავად მძიმე სტარტისა, კატალონიელებმა თამაშში დაბრუნება მალევე შეძლეს. 24-ე წუთზე ბრწყინვალე ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ლამინ იამალმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 38-ე წუთზე კი ლამაზად გათამაშებული კომბინაცია ფერან ტორესმა დააგვირგვინა - 2:2.

პირველი ტაიმის მიწურულს ჰანსი ფლიკის გუნდისთვის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა - ჟიულ კუნდემ დაზიანება მიიღო და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ის ერიკ გარსიამ შეცვალა. ასევე ტრავმის გამო შეცვალა შესვენებაზე ინძაგიმ გუნდის კაპიტანი ლაუტარო მარტინესი, რომლის ნაცვლადაც თამაშში მეჰდი ტარემი ჩაერთო.

მეორე ტაიმში მილანელები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ - კუთხურის შემდეგ დუბლი დუმფრისმა გაიფორმა. 65-ე წუთზე იან ზომერის ავტოგოლით „ბარსამ“ ანგარიში გაათანაბრა. „ნერაძურის“ მატჩის მოგებაც შეეძლო, თუმცა ჰენრიხ მხითარიანის გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.

საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა და ფინალისტის ვინაობას გუნდები საპასუხო მატჩში გაარკვევენ, რომელიც 6 მაისს იტალიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: საპასუხო მატჩი ძალიან რთული იქნება
ენრიკე: საპასუხო მატჩი ძალიან რთული იქნება