ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას საგოლე პასი და გამარჯვება ლონდონში | პსჟ-ს ფინალამდე 1 ნაბიჯი აშორებს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე პირველ მატჩში ლონდონის „არსენალი’’ „ემირეითზე’’ პსჟ-სთან 0:1 დამარცხდა.

ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა, მე-4 წუთზე ქართველი ფეხბურთელის საგოლე პასის შემდეგ უსმან დემბელემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

მე-16 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა, მეტოქის სამ ფეხბურთელს გაცდა, თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს, თუმცა პენალტი არ დაინიშნა. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ფეხბურთელი პენალტის დანიშვნას იმსახურებდა. გარდა ამისა, კიდევ ერთ ფაქტს უნდა გავუსვათ ხაზი, ტიმბერი კვარაცხელიას წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდა, თუმცა მსაჯმა ყვითელი ბარათი არ ამოიღო. ეს გადაწყვეტილებაც ნაკლებად ლოგიკური და ნაკლებად სამართლიანი იყო.

მეორე ტაიმში ლონდონის „არსენალი’’ დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მიკელ არტეტას გუნდს რეალური საგოლე მომენტების შექმა უჭირდა, „არსენალს’’ შეტევაში კრეატივი ძალიან აკლდა. გარდა ამისა, ტომას პარტეის არყოფნა ნახევარდაცვის თამაშზე ძალიან ცუდად აისახა.

მატჩის მიწურულს ბარკოლას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. 0:2-ზე, საპასუხო მატჩის წინ, პსჟ კიდევ უფრო დიდ უპირატესობას მიიღებდა.

მეორე ტაიმში ქართველ ვარსკვლავს შეტევაში განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია, ერთხელ კარისკენ დაარტყა, თუმცა საკმაოდ არაზუსტად.

კვარაცხელიამ 18-დან 17 პასი ზუსტად შეასრულა, მინდორზე 15-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 3 დუელიდან სამივე დათმო.

ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

UEFA-ს ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიტინია გახდა.

საპასუხო მატჩი 7 მაისს „პარკ დე პრენსზე'' გაიმართება. „არსენალს'' დისკვალიფიცირებული ტომას პარტეი დაუბრუნდება და შესაძლოა განსხვავებული თამაში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შირერი: ვფიქრობ, არსენალის ფანები აღიარებენ, რომ პსჟ უკეთესი გუნდი იყო
შირერი: ვფიქრობ, არსენალის ფანები აღიარებენ, რომ პსჟ უკეთესი გუნდი იყო