კვარა ერთ-ერთი საუკეთესო იყო | Sofascore-სა და Whoscored-ის შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე პირველ მატჩში ლონდონის „არსენალი’’ „ემირეითზე’’ პსჟ-სთან 0:1 დამარცხდა. ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა, მე-4 წუთზე ქართველი ფეხბურთელის საგოლე პასის შემდეგ უსმან დემბელემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
Sofascore-მა პსჟ-ში ყველაზე მაღალი შეფასება მარკინიოსს დაუწერა - 8.0. მას მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა მოჰყვება - 7,8. ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟოაუ ნევეშმა თანაბარი შეფასება მიიღეს - 7,4.
არსენალი: რაია (7,1), ტიმბერი (6,6), სალიბა (6,7), კივიორი (6,9), ლუის-კელი (7,5), ოდეგორი (6,3), რაისი (7,8), მერინო (7,0), საკა (7,0), ტროსარი (6,4), მარტინელი (6,1), ბენ უაითი (6,5).
პსჟ: დონარუმა (7,8), მენდეში (7,2), პაჩო (6,4), მარკინიოსი (8,0), ჰაკიმი (6,4), ნევეში (7,4), ვიტინია (6,6), რუიზი (7,1), დუე (7,1), დემბელე (7,2), კვარაცხელია (7,4), ბარკოლა (6,5), რამუში (6,7).
Whoscored-ის მონაცემებით ამ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება დონარუმამ მიიღო, მეორე პოზიციაზე კვარაცხელიაა.
არსენალი: რაისი (7,35), რაია (6,91), საკა (6,82), ლუის-კელი (6,58), სალიბა (6,56), მერინო (6,52), ტიმბერი (6,42), კივიორი (6,25), ტროსარი (6,19), ნვანერი (6,19), ოდეგორი (6,14), ბენ უაითი (6,04), მარტინელი (5,84).
პსჟ: დონარუმა (7,69), კვარაცხელია (7,65), მარკინიოსი (7,63), ნუნუ მენდეში (7,39), ჟოაუ ნევეში (7,24), დემბელე (7,14), დუე (6,94), რუიზი (6,85), ჰაკიმი (6,61), ვიტინია (6,56), პაჩო (6,50), რამუში (6,49), ბარკოლა (6,11), ზაირ-ემერი (6,0).
UEFA-ს ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიტინია გახდა.
საპასუხო მატჩი 7 მაისს „პარკ დე პრენსზე'' გაიმართება. „არსენალს'' დისკვალიფიცირებული ტომას პარტეი დაუბრუნდება და შესაძლოა განსხვავებული თამაში ვიხილოთ.