შირერი: ვფიქრობ, არსენალის ფანები აღიარებენ, რომ პსჟ უკეთესი გუნდი იყო
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპის პირველ მატჩში ლონდონის „არსენალი’’ პსჟ-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
„ნიუკასლისა“ და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ალან შირერმა მატჩი შეაფასა და პარიზელების უპირატესობაზე ილაპარაკა.
„ვფიქრობ, „არსენალის“ ფანები აღიარებენ, რომ პარიზი უკეთესი გუნდი იყო. ეს „არსენალისთვის“ შეუსრულებელი მისია არ არის, მაგრამ მათ იციან, რომ თამაშობენ კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ნამდვილად ძლიერი ინდივიდუალური მოთამაშეები ჰყავს და საპასუხო მატჩიც დაძაბული იქნება“, - თქვა შირერმა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა, მე-4 წუთზე ქართველი ფეხბურთელის საგოლე პასის შემდეგ უსმან დემბელემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 7 მაისს, „პარკ დე პრენსზე'' გაიმართება.