უეფა
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი დრო უქმდება? | უეფა ცვლილებებზე მსჯელობს

უეფა ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი დროის გაუქმებაზე მსჯელობს. Bild-ის ინფორმაციით, ცვლილება შესაძლოა უკვე მომდევნო სეზონიდან ამოქმედდეს.

გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო რეგლამენტის შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით კლუბების პოზიციებს ეცნობა.

კერძოდ, უეფა დამატებითი დროის გაუქმებაზე მსჯელობს: თუ ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდება, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდება. ამ ცვლილების მიზანი ფეხბურთელებზე დატვირთვის შემცირებაა.

გარდა ამისა, განიხილება ცვლილება, რომლის მიხედვითაც ლიგის ფაზიდან პირდაპირ 1/8-ფინალში გასული გუნდები პლეიოფში ყველა საპასუხო მატჩს საკუთარ კედლებში გამართავენ. ამჟამად ეს წესი მხოლოდ 1/8-ფინალზე ვრცელდება.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც უეფა განიხილავს, ერთი ქვეყნის წარმომადგენელ კლუბებს ეხება. შესაძლოა ასეთი გუნდები ერთმანეთს 1/4-ფინალამდე ვეღარ შეხვდნენ. უეფას აზრით, პლეიოფის ადრეულ სტადიებზე ასეთი მატჩები ნაკლებად საინტერესოა როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე მაუწყებლებისთვის.

ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები შესაძლოა დამტკიცდეს უეფას ასამბლეაზე, რომელიც 30 მაისს მიუნხენში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნახევარფინალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან - როდის იყო მსგავსი შემთხვევები
ნახევარფინალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან - როდის იყო მსგავსი შემთხვევები