ანჩელოტი: შურისძიებას არ ვაპირებ... კლასიკოსთვის ვემზადებით, მბაპე მაქსიმუმს აკეთებს
კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალში" მისი მომავლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„მენდი და მბაპე? ხვალისთვის მზად არ არიან, მაგრამ ამ დღეებში ივარჯიშებენ და ვფიქრობ, შაბათის მატჩისთვის ორივე მზად იქნება. კილიანი თავდაუზოგავად შრომობს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და იმედი მაქვს ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს. არ ვიცი ხვალ ვინ დაიწყებს სასტარტოდან, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვისზე როგორ იმოქმედებს წინა შეხვედრის შემდგომი დაღლილობა.
დიახ, კლასიკოსთვის ვემზადებით, შაბათს დიდი მატჩი გველის, მაგრამ იქამდე ჯერ ხეტაფესთან შეხვედრაა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
ჩემი მომავალი? არავისთან კონფლიქტი არ მაქვს და არც არაფერთან. მიყვარს ეს სათადარიგოთა სკამი. მინდა ეს ყველაფერი რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს და თუ ოდესმე დასრულდა, მადლობელი ვიქნები და ამ კლუბს ქედს ვუხრი. მეტი არაფერი.
კლუბმაც კარგად იცის, რომ წლევანდელი წელი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წინა. ერთად ვუმკლავდებით სირთულეებს. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კმაყოფილი, დიდი წნეხის ქვეშ ვარ, მაგრამ ეს ნორმალურია. როცა წარმატებასთან ასე ახლოს ხარ სტრესი მატულობს, რაც ჩემთვის საწვავია. არ მაწუხებს, პირიქით, მეტი ენერგია მეძლევა, რომ ბევრ რამეზე ვიფიქრო.
შურისძიება მომავალში? არ ვაპირებ არავისზე შურისძიებას. როგორც გითხარით, მომწონს ეს სამუშაო, მინდა რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს. უბრალოდ მადლობას გადავუხდი ყველას, თუ აქ დარჩენის საშუალება აღარ მექნება. სულ ეს არის",
- განაცხადა მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 33-ე ტურში „რეალი“ თანაქალაქელ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება. მატჩი 23:30-ზე დაიწყება.