როდის დაინიშნა ბოლოს "ბარსას" კარში პენალტი?
ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, "ბარსელონას" კარში პენალტი საკმაოდ დიდი ხანია არ დანიშნულა.
ბოლოს "ბლაუგრანას" კარის მიმართულებით პენალტი, მაშინ "სელტაში" მოასპარეზე ჯონ გუიდეტიმ დაარტყა, რაც 2016 წლის 14 თებერვალს მოხდა.
მას შემდეგ, "ბარსამ" ლა ლიგაში 74 შეხვედრა ჩაატარა და მისი კარის მიმართულებით პენალტი ჯერჯერობით არ დანიშნულა.
აღსანიშნავია, რომ "ალავესთან" გამართული გუშინდელი მატჩის ბოლო წუთებზე სამუელ უმტიტის კარისკენ მიმავალი ხელში მოხვდა და ბევრის აზრით, მატჩის მთავარ არბიტრ იგნასიო იგლესიას ვილანუევას თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ უნდა მიეთითებინა.