სუარესი:
Aa
Aa

სუარესი: "პენალტის დანიშვნა მსაჯის გადასაწყვეტი იყო"

ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „ალავესს“ 2:1 მოუგო და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

„ბარსას“ მხრიდან გოლები ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ გაიტანეს.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს სუარესი ესაუბრა.

„დასახულ მიზანს მივაღწიეთ, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად, მეტოქეზე უკეთესი ვიყავით და ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი შედეგზე აისახა.

მეორე ტაიმში ვიცოდით, რომ 3 ქულა უნდა აგვეღო.

„ნოუ კამპზე“ საწყისი მატჩების ჩატარება ყოველთვის რთულია და დარწმუნებული ვარ, კოუტინიო მოუმატებს. იგი თითოეული ვარჯიშისას ბოლომდე იხარჯება და ბევრს შრომობს, რაც ყველაზე მთავარია, ეტყობა, რომ აქ ყოფნით ბედნიერია.

რაც შეეხება უმტიტის ეპიზოდს, რთული სიტუაცია იყო და ვიტყოდი, პენალტის დანიშვნა მსაჯის გადასაწყვეტი გახლდათ.

თუმცა ასევე გაიხსენეთ, რომ პირველ ტაიმში პენალტს ჩვენც ვიმსახურებდით“.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში „ბარსელონას“ კარის მიმართულებით პენალტი ბოლოს 2016 წლის თებერვალში „სელტასთან“ მატჩისას დაინიშნა. მას შემდეგ „ბლაუგრანამ“ ესპანეთის ჩემპიონატში 74 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები