სტეფ კარის გუნდის მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

სტეფ კარის გუნდის მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

„ჰიუსტონის“ მთავარი მწვრთნელი, მაიკ დენტონი და მისი პერსონალი, ყველა ვარსკლავის მატჩში სტეფ კარის გუნდს უთავკაცებენ.

აღსანიშნავია რომ დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო შედეგი „გოლდენ სტეიტს“ აქვს, თუმცა NBA-ს წესებიდან გამომდინარე ერთ მწვრთნელს ზედიზედ ორჯერ არ შეუძლია ყველა ვარსკლავის გუნდს უთავკაცოს, შესაბამისად სტივ კერს წელს ყველა ვარსკლავის მატჩში მწვრთნელის რანგში ვერ ვიხილავთ.

რაც შეეხება აღმოსავლეთს აქ ჯერჯერობით პირველ ადგილზე „ბოსტონია“ თუმცა შარშან სწორედ ბრედ სტივენსი იყო აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელი, შესაბამისად წლევანდელ სეზონში ლებრონის გუნდის მწვრთნელად ან დუეინ ქეისის ვიხილავთ ან ტაირონ ლუს.

შეგახსენებთ, რომ ყველა ვარსკლავის მატჩის მწვრთნელებს 4 თებერვლამდე საუკუთესო შედეგის მქონე გუნდებიდან ირჩევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები