ილია თოფურია, ალჯამეინ სტერლინგი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მესმის, რატომაც ამბობს უარს მახაჩევი“ - სტერლინგი ილია VS ისლამზე

UFC-ის ექსჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ესმის, რატომაც ამბობს უარს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი „ელ მატადორთან“ დაპირისპირებაზე. ამის შესახებ ალჯომ საკუთარ YouTube-არხზე ისაუბრა.

რა თქვა სტერლინგმა:

„თოფურია რჩება ქვემსუბუქი წონის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად და მან ეს ძალიან მოკლე დროში მოახერხა. არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმას, რაც ილიამ გააკეთა, თუმცა ასევე მესმის, რატომ ამბობს უარს მახაჩევი.

პატივს ვცემ ისლამის ამ გადაწყვეტილებას. ეს მისი მემკვიდრეობაა. ისლამს სურს, ეჩხუბოს ისეთ მეტოქეს, რომელსაც მის წონაში სერიოზული სახელი აქვს, და არა ქვემსუბუქი წონიდან ამოსულ მებრძოლს, რომელსაც მსუბუქ წონაში ჯერ არაფერი გაუკეთებია“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან ჩხუბზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლამდე „ელ მატადორმა“ მსუბუქ წონაში სხვა მებრძოლებთან უნდა იჩხუბოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ვინმეს შეუძლია, ეს თოფურიაა“ | ვოლკანოვსკიმ მახაჩევისა და ილიას ჩხუბზე ისაუბრა
„თუ ვინმეს შეუძლია, ეს თოფურიაა“ | ვოლკანოვსკიმ მახაჩევისა და ილიას ჩხუბზე ისაუბრა