მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„არ ვიცი, ვინ შეძლებს მის შეჩერებას“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი მერაბზე

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჯეისონ მილერმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველი მებრძოლი დაიცვა. მილერის თქმით, გულშემატკივართა დიდი ნაწილი მერაბს მოსაწყენ მებრძოლად თვლის, თუმცა, ამ ადამიანების მოსაზრება მცდარია.

რას ამბობს მილერი:

„ყველას აწუხებს სატიტულო ორთაბრძოლებში მოსაწყენი ხასიათი, მაგრამ ეს მოსაზრება მცდარია. თუ MMA გესმით, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ არაფერია მოსაწყენი იმ ბრძოლებში, სადაც ბიჭები ჭიდაობაზე არიან ფოკუსირებულნი. უბრალოდ, ორგანიზაციის უფროსები უკეთ უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის დაუყენებენ მათ პირისპირ ოქტაგონზე“.

„მერაბი არ არის მოსაწყენი მებრძოლი. ის ისე იბრძვის, თითქოს რვაკუთხედში შესვლის შემდეგ ქვემეხიდან ესროლეს. ის დაუღალავად წინ მიდის. ვფიქრობ, კიდევ ორი-სამი წლის განმავლობაში კვლავ ჩემპიონი იქნება. სად იპოვიან მისთვის შესაბამის მოწინააღმდეგეს, ავღანეთის ჯუნგლებში? არ ვიცი, ვინ შეძლებს მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. თავის წონაში ის ზედმეტად შეუჩერებელია“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 2024 წლის სექტემბერში, შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ გახდა, ჩემპიონის ქამარი კი 2025 წლის იანვარში, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა. დიდი ალბათობით, „მანქანას“ მომდევნო მეტოქე კვლავ შონ ომალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევთან ილიას ნოკაუტისთვის ერთი დარტყმაც ეყოფა“ - ოლივეირას მწვრთნელი
„მახაჩევთან ილიას ნოკაუტისთვის ერთი დარტყმაც ეყოფა“ - ოლივეირას მწვრთნელი