ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დენა უაითი
Aa
Aa

„ნამდვილად არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია“ - დენა უაითი თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქის შესახებ ისაუბრა და ილია თოფურიასთან ჩხუბის ვარიანტი არ გამორიცხა. უაითმა აღნიშნა, რომ მეტოქის შერჩევა ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

რას ამბობს დენა უაითი:

„იცით, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს, რაც გავლენას ახდენს შემდეგი მოწინააღმდეგის არჩევაზე. მაგალითად: ტრავმები, დრო, მებრძოლის სურვილი როდის უნდა ბრძოლა, ან როდის არა, გეოგრაფია... ვინ იმსახურებს სატიტულო ბრძოლის მიღებას და ა.შ.“

„თოფურიას პოსტი სოციალურ ქსელში? არ ვიცი, გულწრფელად გეუბნებით. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ სოციალურ ქსელებში პოსტი გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ მალე, გულშემატკივრები მის მომავალ ბრძოლაზე დიდ სიახლეს შეიტყობდნენ. მანამდე, თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას უკეთესი სტრაიკინგი აქვს“ | ცარუკიანი მახაჩევისა და თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე
„ილიას უკეთესი სტრაიკინგი აქვს“ | ცარუკიანი მახაჩევისა და თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე