რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი
Aa
Aa

„მინდა პირველი ვიყო, ვინც ვეტორის დააფინიშებს“ | რომან დოლიძე მომდევნო ჩხუბზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა. მომდევნო უქმეებზე, „კავკასიელი“ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდება და დოლიძე აპირებს, ყველას დაუმტკიცოს, რომ მათ პირველ ჩხუბში, რომელიც იტალიელმა მოიგო, მსაჯებმა აშკარად შეცდომა დაუშვეს.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ ზუსტად ეს ორთაბრძოლა მივიღე. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ვფიქრობ, ვეტორი პირველ ჩხუბში დავამარცხე. მინდა, ყველა შეკითხვას პასუხი გავცე და იმედია, ამჯერად, ეს მოხდება.

მარვინი ძალიან გამძლე მებრძოლია. ძლიერი და კარგი მეტოქეა. რა თქმა უნდა, კარიერის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა და ტრავმები მიიღო, რის გამოც საუკეთესო ფორმაში ვერ იყო, თუმცა, ვთვლი, რომ ამჯერად, ჩხუბისთვის უკეთ ვარ მომზადებული. ვიცი, მისგან რას უნდა ველოდო, როგორ მოძრაობს და როგორ რეაგირებს ჩემს შეტევებზე.

მთავარი, რისი თქმაც ვეტორიზე შემიძლია, ისაა, რომ ძალიან გამძლეა და მისი დაფინიშება ურთულესია. ბოლო ჩხუბებში, ბევრი რამ ვისწავლე და უკეთ ვიცი, რა არის გასამარჯვებლად საჭირო. თუმცა, გულის სიღრმეში მინდა, რომ პირველი ვიყო, ვინც დააფინიშებს“.

ცნობისთვის, ვეტორის კარიერაში 7 მარცხი აქვს და ყველა ჯერზე მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო. იტალიელი საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში იმყოფება და მერვე ადგილს იკავებს, „კავკასიელი“ კი მე-12 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როცა 19 წლის იყო, ბრაიტონი აკვირდებოდა | რატომ თქვეს თოლიებმა უარი კვარაზე
როცა 19 წლის იყო, ბრაიტონი აკვირდებოდა | რატომ თქვეს თოლიებმა უარი კვარაზე