მაქს ჰოლოუეი, ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„პერეირას დანოკაუტება და ელიტურ კლუბში შესვლა სურს“ - ჰოლოუეი ანკალაევზე

UFC-ის მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ ქვემძიმე წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

რა თქვა „დალოცვილმა“:

„ანკალაევს პერეირას დანოკაუტება სურს. მსოფლიოში ამით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაიტრაბახებს. ამიტომ მაგომედს სურს, ელიტური კლუბის წევრი გახდეს. თუმცა პერეირას დანოკაუტება ძალიან რთული და სახიფათოა, იმიტომ რომ მასაც სურს, მეტოქე გაანადგუროს“.

შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირას და მაგომედ ანკალაევის ჩხუბი 9 მარტს გამთენიისას გაიმართება და UFC 313-ის მთავარი მოვლენა იქნება.

პერეირა ქვემძიმე წონის ჩემპიონი 2023 წლის ნოემბერში გახდა და მას შემდეგ ტიტული სამჯერ - ჯამაჰალ ჰილთან, ირჟი პროხაზკასთან და ხალილ რანთრისთან დაიცვა.

რაც შეეხება ანკალაევს, ის UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და სადებიუტო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ არავისთან წაუგია. მისი ბოლო ჩხუბი გასული წლის ოქტომბრით თარიღდება, როდესაც ანკალაევმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ალექსანდარ რაკიჩი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს“ - დვალიშვილი პერეირა VS. ანკალაევზე
„ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს“ - დვალიშვილი პერეირა VS. ანკალაევზე