ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

6 წლის განმავლობაში პირველად, ჯოკოვიჩი მაიამის მასტერსზე ითამაშებს

დიდი სლემის ტურნირების 24-გზის გამარჯვებულმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-7 ჩოგანია, დაადასტურა, რომ მაიამის მასტერსზე ითამაშებს, რომელიც 18-დან 30 მარტამდე გაიმართება.

სერბმა ჩოგბურთელმა ამ ტურნირზე ბოლოს 2019 წელს ითამაშა. მაშინ ნოლე მეოთხე წრეში, რობერტო ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა. მატჩი ანგარიშით 1:6, 7:5, 6:3 დასრულდა.

როგორც ცნობილი გახდა, ჯოკო ასევე მონაწილეობას მიიღებს ინდიან უელსის ტურნირში, რომელიც 5 მარტს დაიწყო და 17 მარტამდე გაგრძელდება. ის 7 მარტს, მეორე წრეში ბოტიკ ვან დე ზანდსხულპის წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენ ჯოკოვიჩს 10-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 3-ჯერ როლან გაროსი, 7-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გირონთან დამარცხდა - ბასილაშვილი ინდიან უელსს გამოეთიშა
გირონთან დამარცხდა - ბასილაშვილი ინდიან უელსს გამოეთიშა