მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

ყველა დროის სამეულში - სალაჰზე წინ მხოლოდ ორია

„პსჟ“ – „ლივერპულის“ (0:1) გუშინდელ მატჩში მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა წლევანდელ სეზონში ყველაზე სუსტად ითამაშა და გამარჯვების გოლი ცვლილებაზე მის მაგივრად შესულმა ჰარვი ელიოტმა გაიტანა. მიუხედავად ამ მცირე ჩავარდნისა, ოდნავადაც არ შეიძლება იმ დიდებული შედეგების დაკნინება, რასაც ეგვიპტელი მიმდინარე სეზონში აჩვენებს.

სალაჰი „წითლებს“ 2017 წლიდან შეუერთდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე გამართულ 389 შეხვედრაში 241 გოლით გამოიჩინა თავი, რითაც კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე მყოფ გორდონ ჰოჯსონს გაუთანაბრდა, რომელიც მერსისაიდული გრანდის ღირსებას შორეულ 1929-1935 წლებში იცავდა. აფრიკელზე წინ ახლა იან რაშისა (346) და როჯერ ჰანტის (285) სახით მხოლოდ ორი ფეხბურთელია და თუ პირველი მათგანის დაწევა საეჭვოდ მოსჩანს, ასე თუ განაგრძობს, სალაჰის ძალებს ჰანტის მიღწევის გამეორება ნამდვილად არ აღემატება.

„ლივერპულის“ შემადგენლობაში გატანილი 241 ბურთიდან, მოჰამედ სალაჰმა 180-ჯერ თავი ინგლისის ჩემპიონატში გამოიჩინა, 45-ჯერ მეტოქე გუნდის მეკარეები ჩემპიონთა ლიგაში დაამწუხრა, ხოლო 5 გოლი ევროპა ლიგაზე გამოდის. დანარჩენი 11 ბურთი კი შიდა სათასო ტურნირებზე (6-ასოციაციის თასი, 4-ლიგის თასი, 1-კომუნითი შილდსი) ნაწილდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ის კუთხური ჩვენი მენტალიტეტის ნაწილი იყო“ - მე ალექსანდრ-არნოლდი ვარ
“ის კუთხური ჩვენი მენტალიტეტის ნაწილი იყო“ - მე ალექსანდრ-არნოლდი ვარ