აზარი:
Aa
Aa

აზარი: "რეალში" გადასვლა? - მამაჩემმა მასზე ცუდი რაღაცები მითხრა"

ედენ აზარმა მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა, რომელიც "სამეფო კლუბის" გულშემატკივრებს მაინცდამაინც არ ესიამოვნებათ.

"ამ საკითხზე მამასთან ვისაუბრე და უნდა აღვნიშნო, რომ მან კლუბთან მიმართებით რამდენიმე ცუდი ასპექტის შესახებ მითხრა.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მხოლოდ "ჩელსიზე" უნდა ვიყო კონცენტრირებული, თანაც აქ ძალიან ბედნიერი ვარ.

უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ეს სეზონი უნდა დამთავრდეს და შემდეგ რა მოხდება, ამას ერთად ვნახავთ". - აზარის ეს კომენტარი მადრიდულმა Marca-მ გაავრცელა.

ედენ აზარს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები