მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედმა სამსახურიდან 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სამსახურიდან კიდევ 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემცირება 150-დან 200-მდე თანამშრომელს შეეხო, ამის მიზეზი კი ის ზარალი გახდა, რომელიც კლუბმა 2019 წლის შემდეგ მიიღო.

ტექნიკური დირექტორის, ომარ ბერადას თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კლუბის კორპორაციული სტრუქტის გარდაქმნის გეგმის ფარგლებში, იმისთვის, რომ კლუბმა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და იმ მომგებიან პოზიციაზე დაბრუნდეს, რომელზეც 2019 წლამდე ჰქონდა.

„ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი საუკეთესო პოზიციაზე იყოს, რაც როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა გუნდსა და ახალგაზრდულ გუნდებს გუნდებს შეეხება. მასშტაბური ღონისძიებების სერია დავიწყეთ, რომელიც რადიკალურად გარდაქმნის და განაახლებს კლუბს. სამწუხაროდ, ეს ითვალისწინებს მძიმე გადაწყვეტილებებსაც და ღრმად ვწუხვართ იმ ზემოქმედებაზე, რომელსაც ჩვენი კოლეგები მიიღებენ. თუმცა, ეს რთული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ კლუბის სტაბილური ფინანსური მდგომარეობისკენაა მიმართული. ზედიზედ 5 წელია ვკარგავთ ფულს და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - განაცხადა ომარ ბერადამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მანჩესტერ იუნაიტედმა სამსახურიდან 250-მდე თანამშრომელი გაუშვა და ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემცირებულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები