ელ შაარავი: „მილანიდან“ წასვლას არ ვნანობ
Aa
Aa

ელ შაარავი: „მილანიდან“ წასვლას არ ვნანობ

„მილანის“ ყოფილმა შემტევმა, სტეფან ელ შაარავიმ განაცხადა, რომ მისთვის „როსონერის“ დატოვება არ იყო რთული და ამ გადაწყვეტილებას საერთოდ არ ნანობს. იტალიელმა ვინგერმა კლუბი 16 მილიონიანი შეთანხმების შემდეგ დატოვა, რომლის გადახდის ვალდებულება „მონაკოს“ სეზონის ბოლოს ექნება.

„ძალიან დიდ თანადგომას ვგრძნობ, როგორც კლუბისგან, ასევე მწვრთნელისგან. „მილანის“ დატოვების გადაწყვეტილება მარტივად მივიღე და ამას არ ვნანობ. ფრანგული კლუბის ფანებისგან უამრავი გზავნილი მივიღე და ეს ჩემთვის დაუჯერებელიც კი იყო. ვიმედოვნებ , რომ ამ სეზონში რეგულარულად ვითამაშებ. ვფიქრობ ეს სეზონი ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი იქნება. ჟარდიმი კარგი ადამიანია, მან მე ძალიან თბილად მიმიღო, თუმცა მე უნდა დავამტკიცო, რომ მის ნდობას ვიმსახურებ“ - განაცხადა ელ შაარავიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები