მერაბ დვალიშვილი, რეი ლონგო, ალეშანდრე პანტოჟა
Aa
Aa

„პანტოჟას და მერაბის ჩხუბს სიამოვნებით ვნახავდი“ - დვალიშვილის მწვრთნელი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, რეი ლონგო მიიჩნევს რომ „მანქანას“ შემდეგი მეტოქე უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალეშანდრე პანტოჟა უნდა იყოს. ამის შესახებ ლონგომ Anik & Florian Podcast-ში ისაუბრა.

ცნობისთვის, დვალიშვილმა იანვარში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა. მედია აქტიურად წერს დვალიშვილისა და შონ ომალის, ასევე დვალიშვილისა და პიოტრ იანის პოტენციურ რემატჩებზე, თუმცა მერაბის მწვრთნელი ამბობს, რომ „მანქანას“ შემდეგი მეტოქე ბრაზილიელი „კანიბალი“ უნდა იყოს.

რა თქვა რეი ლონგომ:

„სიამოვნებით ვნახავდი მერაბისა და პანტოჟას ჩხუბს. ვფიქრობ, პანტოჟა უნდა ამოვიდეს სუპერმსუბუქში და მერაბს ეჩხუბოს, იმიტომ რომ დვალიშვილმა მთელი დივიზიონი მოასუფთავა.

რაც შეეხება კორი სენდჰეგენს, მას რამდენიმე მოგება სჭირდება. მომწონს სენდჰეგენი, მაგრამ არა მგონია, რომ მისი და მერაბის ჩხუბი გულშემატკივრებს აინტერესებდეს“.

აქვე გეტყვით, რომ 34 წლის პანტოჟა უმსუბუქესი წონის ჩემპიონია. მან ჩემპიონის ტიტული 2023 წლის ივლისში, ბრენდონ მორენოსთან ჩხუბში მოიპოვა, მას შემდეგ კი ქამარი ბრენდონ როივალთან, სტივ ერცეგთან და კაი ასაკურასთან ჩხუბებში დაიცვა.

„კანიბალს“ MMA-ში 34 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც მან 29 მოიგო, 5 კი წააგო. ბრაზილიელი UFC-ში 2017 წლიდან ჩხუბობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას მერაბის დამარცხება შეუძლია“ - სეხუდოს ახალი ვარიანტი
„მას მერაბის დამარცხება შეუძლია“ - სეხუდოს ახალი ვარიანტი