„კაცურად მოიქეცი და გუნდს ნუ აბრალებ“ - გულშემატკივრები სინერს აკრიტიკებენ
მსოფლის პირველი ჩოგანი, იტალიელი იანიკ სინერი, რომელსაც დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო 3-თვიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანეს, ჩოგბურთის გულშემატკივრების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
როგორც ცნობილია, იტალიელმა დოპინგ ტესტი 2024 წლის 10 მარტს, „ინდიან უელსის“ მასტერსზე ჩააგდო. იანიკმა კონკრეტულ კლოსტებოლზე ჩატარებული დოპინგ ტესტი ვერ გაიარა.
სინერმა თავის დროზე დოპინგის გამოყენება უარყო და განაცხადა, რომ თავის გუნდს ყველაფერში ენდობა, ახლა კი გულშემატკივრები მოუწოდებენ მას, გამოიჩინოს კაცობა, შეეშვას გუნდზე მომხდარის გადაბრალებას და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.
რას წერენ გულშემატკივრები X-ზე:
„ბოდიში, მაგრამ როდესაც დოპინგზე არა ერთხელ, არამედ ორჯერ დაგიჭერენ, შემდეგ კი ოლიმპიადას ჩაეხსნება (სადაც წესები კიდევ უფრო მკაცრია)... და ამ ყველაფრის შემდეგ უდანაშაულოდ წარმოაჩენ თავს... სხვა სპორტსმენებს დისკვალიფიკაციას გაცილებით მსუბუქი დარღვევების გამო აძლევენ, თუმცა, როგორც ჩანს, წესები ყველასათვის ერთი არაა. იმედგაცრუებული ვარ“.
„პასუხისმგებლობას მაინც არ იღებს. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ეს რომ სხვა ჩოგბურთელმა გააკეთოს“.
„გაეთრიე, თაღლითო“
„კაცურად მოიქეცი და გუნდს ნუ აბრალებ!“.
ცნობისთვის, სინერი ATP რეიტინგს 11 830 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ ალექსანდრ ზვერევს 3965 ქულით უსწრებს. დისკვალიფიკაციის პერიოდში, იანიკი გასული წლის მაიამის მასტერსზე(მოიგო), მონტე კარლოში(ნახევარფინალი) და მადრიდში(მეოთხედფინალი) მოპოვებულ ქულებს დაკარგავს.